Monday, January 21, 2013
Sunday, January 20, 2013
ილიაუნიში მიღება
ციფრები და ფაქტები
უნივერსიტეტში საქმიანობს 230 პროფესორი და 400 მკვლევარიემერიტუს-პროფესორები 18
სწავლობს 12 000 სტუდენტი
მოქმედებს 5 ფაკულტეტი
უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის თანამედროვე დონეზე აღჭურვილი კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები:- აბასთუმნის ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია,
- სეისმური მონიტორინგის ცენტრი თბილისში,
- ყაზბეგის მაღალი მთის ეკოლოგიის ინსტიტუტი,
http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=51
- საზღვაო კვლევების ცენტრი გრიგოლეთში,
- კვლევითი ცენტრი დედოფლისწყაროში.
აქვს კვლევის დონის საუკეთესო წლიური მაჩვენებელი საქართველოში
30-ზე მეტი აქტიური კვლევითი პროექტი
ყველაზე მაღალი წლიური სახელფასო განაკვეთი საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა შორის
ყოველწლიურად ბიუჯეტის 14%-ს გამოყოფს კვლევისთვის
საქართველოში პირველად იყენებს საერთაშორისო რეფერირებას თავის პუბლიკაციებში
მისი სტუდენტები განათლებას იღებენ ქართულ ენაზე ნათარგმნი სართაშორისო დონეზე აღიარებული სახელმძღვანელოებით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის შემდეგი საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წევრი:
ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში
შრომითი თერაპიის ევროპული ქსელი
ფრანკოფონიის უნივერსიტეტების სააგენტო
ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია
უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია
ასოციაცია „რონდინეს მშვიდობის ციტადელი“
შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი - BSUN
ასოციაცია „გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი“ - ÖSD
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოფიციალურად თანამშრომლობს შემდეგ უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან მეცნიერების, ტექნოლოგიის, განათლებისა და კვლევების მიმართულებით:
ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი პოზნანში, პოლონეთი
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ბერლინ-დალემის ბოტანიკური ბაღი და ბოტანიკური მუზეუმი
ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი, უნგრეთი
დარ-ეს-სალაამის უნივერსიტეტი, ტანზანია
დედამიწის მეცნიერებათა შემსწავლელი ინსტიტუტი, სინიკას აკადემია, ტაივანი, ჩინეთი
ვიდზემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ლატვია
ვილნიუსის უმაღლესი განათლების კოლეჯი, ლიტვა
თავისუფლების უნივერსიტეტი (Liberty University), ვირჯინია, აშშ
ინსბრუკის უნივერსიტეტი, ავსტრია
კანზასის უნივერსიტეტი, აშშ
კვიპროსის უნივერსიტეტი, კვიპროსი
ლიმერიკის უნივერსიტეტი, ირლანდია
მადრიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ესპანეთი
ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტი, აშშ
ოჰაიოს უნივერსიტეტი სლავური და აღმოსავლეთ ევროპის მეცნიერებებათა ცენტრი, ოჰაიო, აშშ
პენსილვანიის უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების კოლეჯი, პენსილვანია, აშშ
პოლ ვალერის სახელობის უნივერსიტეტი - მონპელიე III, საფრანგეთი
სიენას უნივერსიტეტი, იტალია
სოდერტორნის უნივერსიტეტი, შვედეთი
სულეიმან დემირელის უნივერსიტეტი, თურქეთი
უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრი, უკრაინა
ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009 წლის წლიური ანგარიში იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში. >>
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010 წლის წლიური ანგარიში იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში. >>
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011 წლის წლიური ანგარიში იხილეთ ბმულზე: >>
ნივერსიტეტის მისიის განაცხადი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია ეფუძნება იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ ქვეყანაში ცოდნის ეკონომიკის განვითარებას ძლიერი კვლევითი უნივერსიტეტისა და ამის შედეგად ჩამოყალიბებული განათლებული, კრიტიკული და შემოქმედებითი უნარ(ებ)ის მქონე ადამიანთა ერთობა განაპირობებს.ამიტომ კვლევითი უნივერსიტეტის წვლილი ქვეყნის განვითარებაში, უპირველეს ყოვლისა, არის არა ეკონომიკის დარგების განვითარება, არამედ ცოდნის ეკონომიკის შესაძლებლობების შექმნა.
საქართველოში ცოდნის ეკონომიკის განვითარების ძირითადი წინააღმდეგობა საქართველოს კვლევების უქონლობაა. საქართველო და მისი პოტენციალი პრაქტიკულად გამოუკვლეველია როგორც დედამიწის შემსწავლელი თანამედროვე მეცნიერებების, ასევე ეკოლოგიის, ბიომრავალფეროვნებისა და XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე წარმოქმნილი თუ განვითარებული მრავალი სხვა კვლევითი მიმართულების მიხედვით. ასევე შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ახლა იწყება ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დამყარებული კვლევების განხორციელება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავითარებს მეცნიერებათა ფუნდამენტური პრობლემების კვლევას, რადგან ფუნდამენტური მეცნიერების თანამედროვე დონის შენარჩუნება არის როგორც წარმატებული საუნივერსიტეტო სწავლების, ასევე მეცნიერთა მომზადების საფუძველი. ფუნდამენტურ მეცნიერებათა კვლევებზე დაყრდნობით უნივერსიტეტი აწარმოებს საქართველოს კვლევას ყველა შესაძლებელი მიმართულებით. ხოლო საქართველოს კვლევებზე დაყრდნობით უნივერსიტეტი ხდება საერთაშორისო კვლევების ინიციატორი და ერთვება უკვე არსებულ საერთაშორისო პროგრამებში. ყოველივე ეს საქართველოში წარმოებულ კვლევას საერთაშორისო სამეცნიერო კონტექსტში ათავსებს, რაც, თავის მხრივ, ეხმარება უნივერსიტეტს ფუნდამენტურ მეცნიერებათა სფეროში შეინარჩუნოს თანამედროვე მსოფლიოში არსებული დონე.
აქედან გამომდინარე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობა ემყარება კვლევით სამკუთხედს. ეს ნიშნავს უნივერსიტეტში სამი ურთიერთგადამკვეთი მიმართულების არსებობას. ესენია:
1. საქართველოს კვლევები;
2. მეცნიერებათა ფუნდამენტური პრობლემების კვლევები;
3. საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა.
ამ მისიაზე დამყარებული განვითარება არის ერთადერთი გზა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცის სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს.

Subscribe to:
Posts (Atom)